კულტურული პროგრამა

ბანკეტი რესტორან „მეტეხის ჩრდილში"

ქართული რესტორანი „მეტეხის ჩრდილში“ თბილისის ძველ უბანში მდებარეობს. იგი   გამოირჩევა მყუდრო გარემოთი და ტრადიციული უგემრიელესი კერძებით. რესტორნის სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ აგრეთვე ნაციონალური სიმღერებითა და ცეკვებით. რესტორნის გამორჩეული   ტერასიდან შეგიძლიათ დატკბეთ ძველი თბილისის ხედით.

 



საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონახულება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა – ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი;
ეროვნულ მუზეუმში ასევე ინახება აღმოსავლური ძეგლები, მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები და სხვ.