ჩვენ შესახებ

აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის ისტორია იმგვარად განვითარდა, რომ ის თავიდანვე საუნივერსიტეტო ტრადიციასთან და შესაბამისად, სასწავლო პროცესთან მჭიდრო კავშირში ჩამოყალიბდა. აღმოსავლური ენების სწავლებასა და აღმოსავლეთმცოდნეობით კვლევებს საქართველოში იმდენივე ხნის ისტორია აქვს, რამდენისაც თავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საუნივერსიტეტო იდეას საქართველოში.

აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთმცოდნეობის დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების კონცეფცია და სტრატეგია განუყოფელია ამ დარგის საუნივერსიტეტო სწავლების კონცეფციისა და სტრატეგიისგან.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიზანია, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ქართული ორიენტალისტიკური სამეცნიერო სკოლის ტრადიციები და განახორციელოს სწავლება და კვლევა როგორც საკუთრივ ორიენტალისტიკური, ისე ქართველოლოგიური მიმართულებით, რადგან საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობას ყოველთვის ჰქონდა ეს ნიშანი - მისი საკვლევი პრობლემატიკა უშუალო და მჭიდრო კავშირში იყო ქართველოლოგიურ პრობლემატიკასთან.

აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მიზნად ისახავს, მისცეს სტუდენტს დარგის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი განათლება აღმოსავლეთმცოდნეობითი პროფილის სასწავლო პროგრამებით, მოამზადოს დარგის კონკურენტუნარიანი და მაღალკვალფიციური სპეციალისტები სწავლების სამივე - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, აწარმოოს კვლევა კოლეგიალურ აკადემიურ გარემოში და შექმნას სამეცნიერო–კვლევითი პროექტები ინოვაციური მიდგომებით, საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი ცენტრების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით.

 

სამეცნიერო კვლევების მიმართულება

აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლა ჩამოყალიბდა, როგორც ქართველოლოგიური კვლევების სამეცნიერო ფუნდამენტის განმტკიცების საშუალება და ის ყოველთვის ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ორმხრივ ისტორიულ ურთიერთობებზე (ლიტერატურულ, ენობრივ, ისტორიულ, კულტურულზე) იყო აქცენტირებული, რაც განპირობებული იყო ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონთან მრავალსაუკუნოვანი კვეთებით, თუმცა, ბუნებრივია, ქართველ აღმოსავლეთმცოდნეთა ინტერესები ორმხრივი ურთიერთობების კვლევით არ ამოიწურება.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო